საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

22.04.2025

მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების ორგანიზებით, სკოლებში დედამიწის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა

მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების ორგანიზებით, სკოლებში დედამიწის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკების ორგანიზებით, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი, გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა.

დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით, ჩატარდა საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები, განხორციელდა ეკო-პროექტები, შეიქმნა პოსტერები და ნახატები. ბავშვებმა მოამზადეს თემატური პრეზენტაციები, დაასუფთავეს და მოხატეს სკოლის ეზოები, დარგეს მცენარეები და მოამზადეს კედლის გაზეთები, სახელწოდებით - ,,დედამიწა ჩემი სახლია“.

დედამიწის დღეს მსოფლიო ყოველწლიურად, 22 აპრილს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის მნიშვნელობის და აქტუალობის შესახებ და საერთო, გარემოსდაცვითი მიზნების ქვეშ გაერთიანება.  

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge