ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა სსსმ ბავშვებისთვის ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის დროული და ხარისხიანი სერვისების მიწოდების მიზნით მულტიდისციპლინური და კოორდინირებული მუშაობის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრისა და ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ტრენინგი გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის (იუნისეფი) მხარდაჭერით ჩატარდა.
ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში 2024 წელს შეიქმნა. ცენტრის მიზანია განათლების სისტემაში არსებული მხარდამჭერი მომსახურებების კონსოლიდირება, ინკლუზიური განათლების პრაქტიკის ხელშეწყობა და სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე პირებისთვის ინდივიდუალურად მორგებულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი