საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

01.06.2025

მანდატურის სამსახურის ორგანიზებით საჯარო სკოლებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა

მანდატურის სამსახურის ორგანიზებით საჯარო სკოლებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სპორტული და გასართობი ღონისძიებები ჩატარდა

ღონისძიებებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სალომე სანაძე, სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი სვანაძე და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.  

მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების თემაზე შექმნილი ნახატებისა და პოსტერების გამოფენა მოაწყვეს, გაიმართა თეატრალური წარმოდგენები და შესრულდა მუსიკალური კომპოზიციები.

ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სახელით, მადლობის სიგელები გადაეცათ.  

ბავშვთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ტრენერებმა და ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა ბავშვთა უფლებების, თანასწორობისა და არადისკრიმინაციული მიდგომების თემაზე საქართველოს საჯარო სკოლებში 200-ზე მეტი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარეს.

 

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge