ახალი ამბები
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა ლტოლვილ ბავშვებთან მუშაობის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და მხარდაჭერის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს.
ტრენინგის გახსნას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე მარიამ დავითაშვილი დაესწრო.
უკრაინელ ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ომის ტრავმა მოზრდილებსა და ბავშვებში; ბავშვობის ნეგატიური გამოცდილებები და მათი გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე; თვითდაზიანება და მისი მართვა; ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების ელემენტები; სკრინინგი და სკრინინგ-ინსტრუმენტები; ტრავმის გამოვლების შეფასება; მულტიდისციპლინური გუნდის ფუნქციები; ტრავმა-ინფორმირებული, ტრანსდიაგნოსტიკური პროგრამა სტაბილიზაციის მისაღწევად და სხვა.
ტრენინგი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით ჩატარდა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს უკრაინაში მიმდინარე ომით დაზარალებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსასყიდლო ფსიქოსოციალური მომსახურებისა და საკონსულტაციო სერვისის მიწოდებას.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი