საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

10.06.2025

სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებსა და მანდატურებს ბავშვების მიმართ ონლაინ განხორციელებული სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირების საკითხზე ტრენინგი ჩაუტარდათ

სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებსა და მანდატურებს ბავშვების მიმართ ონლაინ განხორციელებული სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირების საკითხზე ტრენინგი ჩაუტარდათ

ალაქ ბათუმში ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში “ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და მანდატურების პროფესიულ გაძლიერებას.

ტრენინგი დაეხმარება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს, მყისიერად შეძლონ ბავშვთა მიმართ ონლაინ სექსუალური ძალადობის ადრეული ნიშნების ამოცნობა და ეფექტიანად რეაგირება.

ტრენინგის დაწყებამდე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე მარიამ დავითაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა, მათ წარმატებები უსურვა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ონლაინ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ადრეული ნიშნების ამოცნობის, მსხვერპლის მხარდაჭერისა და შესაბამისი უწყებების ჩართულობის მექანიზმების შესახებ. ამასთან, მონაწილეებმა იმსჯელეს მომავალში მოსალოდნელ გამოწვევებზე, რაც შეიძლება წარმოშვას ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებამ.

ტრენინგებზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მონაცემების გამოყენება ან მანიპულირება, რაც დამატებით სიფრთხილესა და პრევენციულ ნაბიჯებს მოითხოვს როგორც პროფესიონალების, ისე მშობლების მხრიდან.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს ონლაინ უსაფრთხოების სტრატეგიები მშობლებისათვის.

ტრენინგის შედეგად, 20-მდე სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და მანდატური გადამზადდა ტრენერად, რომლებიც მიღებულ ცოდნას გაავრცელებენ როგორც კოლეგებში, ასევე, მთელ სასკოლო საზოგადოებაში.

ტრენინგი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge