ახალი ამბები
სკოლის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში გაიმართა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ქალაქ ზესტაფონის, ხაშურის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.
ინტელექტუალური თამაში თანასწორობისა და ბავშვთა უფლებების საკითხებს ეძღვნებოდა. მოზარდებმა ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების თემებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და გაეცნენ იმ ცნობილი ქართველი და უცხოელი მოღვაწეების საქმიანობას, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვისთვის იბრძოდნენ.
მონაწილე სკოლებს შორის:
♦ ზესტაფონში გამარჯვება ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მოიპოვა;
♦ რუსთავში საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N26 საჯარო სკოლამ აჩვენა;
♦ ხაშურში კი გამარჯვებული N8 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი გახდა.
გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს შესაბამისი სერტიფიკატები სამახსოვრო საჩუქრები და წიგნის მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ.
ღონისძიებებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, მასწავლებლები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ესწრებოდნენ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების საკითხების კუთხით, მოზარდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსგავსი ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობების ორგანიზებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი