საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

08.07.2025

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 20-მა თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე გამართულ ტრენინგში.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 20-მა თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე გამართულ ტრენინგში.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 20-მა თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო ტრენინგში, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემებს შეეხებოდა. ტრენინგს გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტები უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ძალადობის ფორმები და მათი ამოცნობის სირთულეები; ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური თავისებურებები; ბავშვზე ძალადობა ოჯახურ გარემოში; ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა მიმართ მხარდაჭერის სტრატეგიები; ეფექტიანი კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები; რეაგირების მექანიზმები ქალთა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე; და ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სერვისები.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა და მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და მანდატურების უნარების გაძლიერებას ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით.

#UNWomenGeorgia

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge