ახალი ამბები
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილედ ეკატერინე დგებუაძე დაინიშნა
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილედ ეკატერინე დგებუაძე დაინიშნა.
ახალი მოადგილე თანამშრომლებს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა წარუდგინა. მან ეკატერინე დგებუაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
ეკატერინე დგებუაძეს განათლების სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა -თბილისი“-ს დირექტორისა და USAID-ის პროექტის „საბაზისო განათლების პროგრამის“ ინკლუზიური განათლების მიმართულების დირექტორის პოზიციას.
ეკატერინე დგებუაძე სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურებისა და სპეციალური განათლების მხარდაჭერის ცენტრებს უხელმძღვანელებს.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი