საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

31.07.2025

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილედ ნატო ჩანადირი დაინიშნა

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილედ ნატო ჩანადირი დაინიშნა

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილედ ნატო ჩანადირი დაინიშნა. ახალი მოადგილე თანამშრომლებს სამსახურის უფროსმა, პავლე მაჭარაშვილმა წარუდგინა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ნატო ჩანადირს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის პროფესიით იურისტია, აქვს სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი.

2017 წლიდან, ნატო ჩანადირი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა, მათ შორის, 2022-2025 წლებში იყო ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი.

ნატო ჩანადირი მანდატურის სამსახურში ადმინისტრაციულ, სამართლებრივი უზრუნველყოფის და საფინანსო მიმართულებებს უხელმძღვანელებს.   

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge