საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

15.08.2025

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის სამუშაო შეხვედრები ჩაატარა

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის სამუშაო შეხვედრები ჩაატარა

მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ორგანიზებით ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის სამუშაო შეხვედრების სერია ჩატარდა კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების დარღვევების მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრების ძირითადი ამოცანა იყო იმ სპეციალისტების პროფესიული გაძლიერება/მხარდაჭერა, რომლებიც კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების დარღვევის მქონე პირველკლასელ სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან იმუშავებენ.

მონაწილეები გაეცნენ კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების დარღვევის თავისებურებებს, პირველად სკრინინგ ინსტრუმენტს, პრაქტიკაში მოსინჯეს სტრატეგიები და პრაქტიკული აქტივობები, რომელსაც  2025-2026 სასწავლო წელს პირველკლასელ მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში ეფექტიანად გამოიყენებენ.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს 40-მდე საჯარო სკოლის 50 სპეციალისტი (ენისა და მეტყველების სპეციალისტები, ფსიქოლოგები და სპეციალური მასწავლებლები). 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge