საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

18.08.2025

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სკოლის წარმომადგენლებისა და მშობლებისათვის საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა ტრანზიციის თემაზე

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სკოლის წარმომადგენლებისა და მშობლებისათვის საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა ტრანზიციის თემაზე

მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერმა ცენტრმა, პირველ კლასში რეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სკოლაში ეფექტიანი ტრანზიციის დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა სკოლის წარმომადგენლებსა და პირველ კლასში რეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ფარგლებში სკოლის დირექტორებს, მომავალ დამრიგებლებს, მასწავლებლებსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს ინფორმაცია მიეწოდა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია დაიგეგმოს და განხორციელდეს ბავშვის სკოლაში წარმატებული ადაპტაციისა და ჩართვისთვის, მათ შორის ხაზი გაესვა სასწავლო წლის დაწყებამდე სასკოლო გარემოს მოსწავლის საჭიროებაზე მორგებას, საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების და სპეციალისტების მობილიზებას, ტრანზიციის გეგმის შედგენას, სადაც მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ეფექტიანი ინტეგრაციისთვის მიზნობრივი ღონისძიებების გეგმა უნდა იყოს გაწერილი.

მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირება მოხდა ტრანზიციის პროცესის მნიშვნელობაზე, მათ პასუხისმგებლობაზე, სასკოლო თემთან თანამშრომლობაზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც მათი შვილების ადაპტაციის პროცესში უნდა განხორციელდეს.

საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 500-მდე საჯარო სკოლის წარმომადგენელმა და 100-მდე მშობელმა.



 


 


 


როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge