საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

19.08.2025

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს 19 ახალი სოციალური მუშაკი შეუერთდა

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს 19 ახალი სოციალური მუშაკი შეუერთდა

2025-2026 სასწავლო წლიდან მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი სოციალური მუშაობის კომპონენტით უკვე 91 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი. გაფართოების ფარგლებში სამსახურს 19 ახალი სოციალური მუშაკი დაემატა.

მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელობამ ახალდანიშნულ სოციალურ მუშაკებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მიმდინარე სამუშაო პროცესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაზე, მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა, ახალდანიშნულ სოციალურ მუშაკებთან ისაუბრა ბავშვის საჭიროებებზე მორგებული კომპლექსური მიდგომების განვითარების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ამ პროცესში სოციალური მუშაკების როლს.

ახალდანიშნულმა სპეციალისტებმა პროფესიული გაძლიერების მიზნით 10-დღიანი საორიენტაციო სესიები გაიარეს. სესიები მოიცავდა სოციალური მუშაობის სტანდარტებს, მეთოდოლოგიასა და მულტიდისციპლინური და მულტიუწყებრივი შემთხვევების მართვას. პარალელურად, მონაწილეობა მიიღეს AERO მეთოდზე დაფუძნებულ ტრენინგში, რომელიც პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სოციალური მუშაობის მეთოდია და ხელს უწყობს სასკოლო კლიმატის გაჯანსაღებას.

მანდატურის სამსახური აფართოებს სოციალური მუშაობის მიმართულებას, რაც სკოლებში მოსწავლეთა მხარდაჭერის ხარისხის ამაღლებასა და მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას ემსახურება.


როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge