საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

22.08.2025

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირების, რეაგირებისა და პრევენციის საკითხებზე ონლაინ ტრენინგი გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირების, რეაგირებისა და პრევენციის საკითხებზე ონლაინ ტრენინგი გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონული ცენტრების 429 მანდატურმა ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ადრეული ქორწინებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის იდენტიფიცირების, რეაგირებისა და პრევენციის საკითხებზე ონლაინ ტრენინგი გაიარა.

ტრენინგზე დეტალურად განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ოჯახში ძალადობის თავისებურებები, ციკლი და დინამიკა; ბავშვზე ოჯახში ძალადობის ფორმები, რისკ-ფაქტორები და შედეგები; მსხვერპლის იდენტიფიცირება - საფრთხის სიგნალები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის განვითარების ძირითადი ეტაპები და აღნიშნული სფეროს  მარეგულირებელი ძირითადი საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტები; ძალადობის ფორმები და მათი იდენტიფიცირების სირთულეები; ადრეული ქორწინება და მასთან ბრძოლის მექანიზმები და ეფექტიანი კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები.

ტრენინგებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ტრენერად გადამზადებული, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორი და საგანმანათლებლო დაწესებულების ტრენერი მანდატურები უძღვებოდნენ. 

ტრენინგებსსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

 

 

 


როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge