ახალი ამბები
ონლაინ ვებინარი თემაზე „პირველკლასელების ეფექტიანი ტრანზიცია სკოლაში“

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ინციატივით 2025 წლის 2 სექტემბერს, 14:00 საათზე იგეგმება ონლაინ ვებინარი თემაზე „პირველკლასელების ეფექტიანი ტრანზიცია სკოლაში“.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სკოლის პირველ კლასში ეფექტიან ტრანზიციასთან (გადასვლა/ჩართვა) დაკავშირებული ძირითადი საკითხები. კერძოდ:
- ტრანზიციის არსი
- ტრანზიციის პროცესში მონაწილე სუბიექტები
- ტრანზიციის პროცესის მიმდინარეობა
- ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმა
საინფორმციო შეხვედრა განკუთვნილია სკოლის წარმომადგენლებისათვის, მათ შორის, დირექტორებისათვის, დამრიგებლებისათვის, საგნის მასწავლებლებისა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისათვის, ასევე მშობლების/კანონიერი წარმოამდგენლებისა და თემით დაინტერესებული სხვა პირებისათვის.
შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია 2025 წლის 29 აგვისტომდე გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე - https://forms.office.com/e/iSXsu0Y5uu
ყველა დარეგისტრირებული პირი 01 სექტემბერს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს ვებინარზე დასასწრებ ბმულს.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი