ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის, პრევენციისა და ეფექტური რეაგირების საკითხებზე გადამზადდნენ

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლები გადამზადდნენ თემაზე “ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის, პრევენციისა და ეფექტური რეაგირების საკითხები”.
ტრენინგის ფარგლებში მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები და უფროსი კოორდინატორები გაეცნენ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობისა და მისი შედეგებით გამოწვეულ რისკებს.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეების ცნობიერების ამაღლება ციფრული ძალადობის ფორმებისა და სპეციფიკის; პრევენციისა და რეაგირების ეფექტიანი გზების თაობაზე, რათა მიღებული ცოდნა, პრაქტიკული საქმიანობის ჭრილში ეფექტურად იქნეს გამოყენებული.
სასწავლო სესიის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის ძირითად ფორმებზე და მახასიათებლებზე, განიხილეს მსგავსი ქმედებების ზეგავლენა ადამიანებზე, განსაკუთრებით არასრულწლოვანებზე. ყურადღება გამახვილდა ციფრული ძალადობის კუთხით არსებულ სამართლებრივ ჩარჩოებზე, რომელიც მოიცავს როგორც საქართველოს კანონმდებლობასა და რეგულაციებს, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებსა და კონვენციებს.
მანდატურის სამსახური, თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით აგრძელებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ხელს უწყობს მათი პროფესიული უნარების განვითარებას.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი