ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის თანამშრომლები გადამზადდნენ თემაზე: „მოზარდებში პრობლემური ქცევა, თანატოლთა ზეგავლენა და სუბკულტურა“

განგრძობითი განათლების ფარგლებში, მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორებსა და უფროს კოორდინატორებს ჩაუტარდათ ტრენინგი მოზარდებში პრობლემური ქცევის, თანატოლთა ზეგავლენისა და სუბკულტურის საკითხებზე.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ პრობლემური ქცევის შინაარსს, თანმდევ რისკ-ფაქტორებსა და ქცევის მართვის ძირეულ ელემენტებს. ასევე, მიიღეს ინფორმაცია მოზარდობის ასაკის თავისებურებების შესახებ.
მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს მოზარდთა სუბკულტურების თავისებურებები, საფრთხეები და კრიმინალური სუბკულტურის გავლენა არასრულწლოვნების ჭრილში. პრევენციის პროცესში ყურადღება გამახვილდა იმ მახასიათებლებზე, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეში მიზნად ისახავს მოზარდების მხარდაჭერასა და ჯანსაღი გარემოს შექმნას.
მანდატურის სამსახური სისტემატურად ახორციელებს თანამშრომელთა გადამზადებას პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით, რათა ეფექტიანად მოხდეს თანამედროვე საფრთხეებზე რეაგირება და უზრუნველყონ უსაფრთხო/მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და განმტკიცება.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი