საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

03.09.2025

მანდატურობის კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მოსამზადებელი კურსი წარმატებით გაიარეს

მანდატურობის კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მოსამზადებელი კურსი წარმატებით გაიარეს

 

 

საჯარო სკოლებში უსაფრთხოებისა და მოსწავლეთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, მანდატურის სამსახურს ახალი თანამშრომლები შეემატა.

 

მანდატურობის კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ინტენსიური მომზადების კურსი გაიარეს. მათ მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიაში, დაეუფლნენ ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარებს.

 

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება კანდიდატებს მანდატურის სამსახურის უფროსმა, პავლე მაჭარაშვილმა და შსს აკადემიის პრორექტორმა გიორგი ოსაძემ მიულოცეს. გამოსაშვებ ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა მანდატურის როლი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხო, მხარდამჭერი და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაში, რაც ქმნის იმ ფუნდამენტს, რომელზეც შენდება სამართლიანი საზოგადოება. პავლე მაჭარაშვილმა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას მადლობა გადაუხადა.

 

ახალი სასწავლო წლიდან კურსდამთავრებული მანდატურები თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში განაწილდებიან.

 

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მომსახურებით ქვეყნის მასშტაბით, 720 საჯარო სკოლა, კერძო და პროფესიული სასწავლებლები სარგებლობენ, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 90 პროცენტზე მეტია წარმოდგენილი.

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge