ახალი ამბები
05.09.2025
მანდატურის სამსახურის უფროსმა რეგიონებში თანამშრომლებთან შეხვედრები გამართა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, პავლე მაჭარაშვილმა, მოადგილეებთან, ეკატერინე დგებუაძესთან და ირაკლი ჯიშკარიანთან ერთად ახალი 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებამდე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
პავლე მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა მანდატურის სამსახურის როლის მნიშვნელობას მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის პროცესში. მან, ისაუბრა გუნდურ თანამშრომლობაზე დაფუძნებული და ბავშვის საჭიროებებზე მორგებული კომპლექსური მიდგომების განვითარებაზე. სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს სამომავლო გეგმები და ახალი ინიციატივები გააცნო, რომლებიც მიზნად ისახავს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და სამუშაო პროცესის ეფექტიანობის გაზრდას.
დასასრულს მან მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს პროფესიონალიზმისთვის, მაღალი პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაოსთვის და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი