ახალი ამბები
10.09.2025
მანდატურის სამსახურის უფროსის სამუშაო შეხვედრები რეგიონებში გრძელდება

მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი რეგიონებში სამუშაო ვიზიტების ფარგლებში კახეთის რეგიონის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო სამსახურის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს სკოლებში უსაფრთხო, მხარდამჭერი და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს განმტკიცებას. შეხვედრები დისკუსიის ფორმატში გაიმართა და თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ გაეზიარებინათ პროფესიული ხედვები და ინიციატივები.
მანდატურის სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
შეხვედრებს ესწრებოდნენ სამსახურის უფროსის მოადგილეები ეკატერინე დგებუაძე, ირაკლი ჯიშკარიანი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი