საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

12.09.2025

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ადამიანის უფლებათა სწავლების ტრენერთა ტრენინგი გაიარეს

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ადამიანის უფლებათა სწავლების ტრენერთა ტრენინგი გაიარეს

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა ადამიანის უფლებათა სწავლებაზე ტრენერთა ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, პავლე მაჭარაშვილმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სვეტისლავ პაუნოვიჩთან ერთად გახსნა.

ტრენინგები ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა, პროექტის „თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში“ ფარგლებში.

ტრენინგებს უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტი და მანდატურის სამსახურის ტრენერად მომზადებული თანამშრომლები. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა სტერეოტიპები, სტიგმა და დისკრიმინაცია; ბულინგი და კიბერბულინგი; ეფექტიანი ფასილიტაცია; ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებები და სიძულვილის ენა.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge