ახალი ამბები
15.09.2025
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის საჯარო სკოლებს ესტუმრა

მანდატურის სამსახურის უფროსი, პავლე მაჭარაშვილი თბილისის N175, N221, N169, N87, N24 სკოლებსა და კლასიკურ გიმნაზიაში მანდატურებს და სკოლის დირექტორებს შეხვდა და წარმატებული, საინტერესო და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. მან მანდატურებს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც ისინი სკოლებში ბავშვების მხარდაჭერისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში ასრულებენ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უსაფრთხოების კომპონენტით ქვეყნის მოსწავლეთა 90%-ზე მეტს ფარავს და საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას ქვეყნის მასშტაბით 720 საჯარო სკოლაში უზრუნველყოფს.
მანდატურის სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სკოლებთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს უსაფრთხო, მეგობრული და მხარდამჭერი გარემო თითოეული მოსწავლისთვის.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი