ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსი აჭარისა და გურიის რეგიონული ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

მანდატურის სამსახურის უფროსი, პავლე მაჭარაშვილი, სამუშაო ვიზიტით აჭარისა და გურიის რეგიონებს ეწვია და შეხვედრები სამსახურის ადგილობრივ თანამშრომლებთან გამართა.
შეხვედრებზე განიხილეს სამსახურის მიმდინარე საქმიანობა, მიღწევები და სამომავლო გეგმები. პავლე მაჭარაშვილმა, განსაკუთრებული ყურადღება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლების როლზე გაამახვილა და ისაუბრა იმ უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოზე, რომელიც მათი ძალისხმევით სკოლებში შეიქმნა.
პავლე მაჭარაშვილმა, თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ერთგული და პროფესიული პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაოსთვის, მზადყოფნა გამოთქვა კიდევ უფრო აქტიური ურთიერთობისა და თანამშრომლობის გასაგრძელებლად, რაც რეგიონებში ხელს შეუწყობს მანდატურის სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას.
შეხვედრებს ესწრებოდნენ სამსახურის უფროსის მოადგილეები ეკატერინე დგებუაძე, ირაკლი ჯიშკარიანი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი