საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

18.09.2025

მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით ტრენინგი გაიარეს

მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით ტრენინგი გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 14-მა სოციალურმა მუშაკმა, ბავშვებთან მომუშავე სხვა პროფესიონალებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ტრენინგში „მდუმარების დარღვევა - ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, ბრძოლა სოციალური და ქცევითი ცვლილების საშუალებით“. ტრენინგი ევროპის საბჭოს პროექტის  „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.

ტრენინგზე, სოციალური მუშაკები გაეცნენ სოციალური ქცევითი მეცნიერების პრინციპებსა და მეთოდებს. მიღებული ცოდნა მათ შესაძლებლობას მისცემს, საქმიანობაში ქცევითი ანალიზი უფრო ეფექტიანად გამოიყენონ, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის, პროგრამებისა და ადვოკატირების განვითარების პროცესს და მათი განხორციელების შედეგიანობას.

ტრენინგი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ და სტრასბურგის ოფისის პროექტის უფროსმა ოფიცერმა ანა ბრაკომ,  გახსნეს.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური 2019 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ხოლო  პროექტში „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ 2024 წლიდან ჩაერთო.

მანდატურის სამსახური და ევროპის საბჭო მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ბავშვთა დაცვის მექანიზმები და თითოეულ ბავშვს ჰქონდეს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების და განვითარების შესაძლებლობა.


როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge