საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

24.09.2025

მანდატურის სამსახურის უფროსმა სამუშაო შეხვედრები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრის თანამშრომლებთან გამართა

მანდატურის სამსახურის უფროსმა სამუშაო შეხვედრები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრის თანამშრომლებთან გამართა

მანდატურის სამსახურის უფროსი, პავლე მაჭარაშვილი სამუშაო ვიზიტების ფარგლებში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის თანამშრომლებს შეხვდა.

პავლე მაჭარაშვილმა თანამშრომლებს  გააცნო ახალი ინიციატივები და სამომავლო გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და სამუშაო პროცესის ეფექტიანობის გაზრდას.

მანდატურის სამსახურის უფროსმა მოისმინა თანამშრომლების საჭიროებები, მადლობა გადაუხადა მათ პროფესიონალიზმისთვის და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. პავლე მაჭარაშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა სასკოლო თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

შეხვედრებს ესწრებოდნენ სამსახურის უფროსის მოადგილეები ეკატერინე დგებუაძე, ირაკლი ჯიშკარიანი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

 

 


როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge