საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

02.10.2025

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა რესურსსკოლების დირექტორებთან შეხვედრა გამართეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა რესურსსკოლების დირექტორებთან შეხვედრა გამართეს

სამუშაო შეხვედრაზე მანდატურის სამსახურის უფროსმა, პავლე მაჭარაშვილმა, ხაზი გაუსვა რესურსსკოლების გაძლიერების მნიშვნელობას და ისაუბრა მათი გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების საჭიროებაზე საჯარო სკოლებთან თანამშრომლობის ნაწილში.

შეხვედრის ფარგლებში  განიხილეს ის გამოწვევები, რასაც რესურსსკოლები სწავლა-სწავლების პროცესში აწყდებიან და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.

რესურსსკოლების დირექტორებმა გამოთქვეს მზაობა, რომ შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან  სწავლების დაგროვებული გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარონ დაინტერესებულ პირებს. ასევე, საჯარო სკოლების გაძლიერებაში მიიღონ მონაწილეობა.

შეხვედრას მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 


როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge