ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის ორგანიზებით სასკოლო თემისა და მოსწავლის მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის ონლაინ ვებინარების სერია გაიმართა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ორგანიზებით, სასკოლო თემისა და მოსწავლის მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლებისათვის ონლაინ ვებინარების სერია გაიმართა.
მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ და ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის თანამშრომლებმა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე დაინტერესებულ პირებს საჯარო ვებინარები შემდეგ თემებზე შესთავაზეს:
· ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
· მშობლებთან კომუნიკაცია
· აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერა
· სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერა
· მხედველობის სირთულეების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერა
· ქცევის სირთულეების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერა
· კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სირთულეების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერა
ვებინარების სერიის ფარგლებში ასევე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „მოსწავლეების მულტიდისციპლინური მხარდაჭერა“, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო მანდატურის სამსახურის სერვისები, მათ შორის ფსიქოსოციალური მომსახურება, ასევე მანდატურისა და სოციალური მუშაკის როლი მოსწავლეთა მხარდაჭერისა და სასკოლო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
თითოეული ვებინარის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის Youtube-ის არხზე - https://www.youtube.com/@მანდატურისსამსახური2025
მანდატურის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ვებინარებს ჯამში 2500-ზე მეტი მსმენელი დაესწრო.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი