ახალი ამბები
მანდატურების პროფესიული უნარების გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ეფექტური კომუნიკაცია“

მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, განგრძობითი განათლების პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს ახლად დანიშნული მანდატურებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე – „ეფექტური კომუნიკაცია“.
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს და მასში მონაწილეობა მიიღო 81-მა ახლად დანიშნულმა მანდატურმა.
მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს კომუნიკაციის ძირითადი მიმართულებები და იმსჯელეს ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე სამუშაო გარემოში.
ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პასუხისმგებლობისა და აქტიური მოსმენის უნარების განვითარებაზე, ასევე ემპათიისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გუნდურ საქმიანობაში.
აღნიშნული ტრენინგის მიზანი იყო მანდატურების საკომუნიკაციო უნარების გაძლიერება, რაც მნიშვნელოვანია მათ ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში – ეფექტიანი კომუნიკაცია მანდატურებისთვის გადამწყვეტია როგორც მოსწავლეებთან და მშობლებთან, ასევე კოლეგებთან ურთიერთობის პროცესში.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი