ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსმა რეგიონული ცენტრების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
მანდატურის სამსახურის უფროსმა, პავლე მაჭარაშვილმა რეგიონული ცენტრების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განიხილეს მანდატურთა ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვლენილი გამოწვევები და მათი ეფექტიანად გადაჭრის გზები.
პავლე მაჭარაშვილმა ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი მიდგომების დანერგვის მნიშვნელობაზე - მათ შორის მანდატურების პროფესიულ განვითარებაზე. ასევე, საუბარი შეეხო უსაფრთხო და მხარდამჭერი სასკოლო გარემოს გაძლიერების საკითხებს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი - თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის, აჭარა-გურიის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის, ფუნქციონირებს.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი

