საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

04.11.2025

საქართველოს საჯარო სკოლებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანია „მე მომავალში“ დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის  კამპანია „მე მომავალში“ დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სპეციალისტებმა, მართლწესრიგის ოფიცრებთან ერთად, დაიწყეს ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“, რომლის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.

დღეს საქართველოს მასშტაბით 6 საჯარო სკოლის VI-IX კლასის მოსწავლეებთან უკვე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი აქტივობა.

შეხვედრების დროს, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისა და მათი მოხმარების შესაძლო შედეგების შესახებ.

აქტივობების მიზანია მოზარდებში უსაფრთხო და კეთილდღეობაზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს გაძლიერება, ასევე, მოტივაციის ამაღლება აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად.

კამპანიის ფარგლებში, წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 60 საჯარო სკოლაში, მათ შორის თბილისში, ქვემო ქართლსა და აჭარაში, სპეციალურად გადამზადებული მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები ერთობლივად ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს მოსწავლეებთან.

საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად, დაგეგმილია კონკურსების, ვიქტორინების, სპორტული ღონისძიებებისა და სხვა შემეცნებითი აქტივობების ჩატარება, რომლებიც მოზარდებში წაახალისებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და გააძლიერებს მათ პასუხისმგებლობას საკუთარი ჯანმრთელობისა და მომავლის მიმართ.

კამპანია დასრულდება 21 დეკემბერს. დასკვნით ეტაპზე გაიმართება კომიქსებისა და ესეების კონკურსის, თემატური ვიქტორინის გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება, ასევე ბათუმში ჩატარდება სპორტული ღონისძიების ფინალი და გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოების ცერემონია.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge