ახალი ამბები
საქართველოს საჯარო სკოლებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანია - „მე მომავალში“ გრძელდება
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ერთობლივი კამპანიის - „მე, მომავალში“ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
კამპანიის მორიგი საინფორმაციო შეხვედრები, საქართველოს მასშტაბით, 18 საჯარო სკოლაში გაიმართა, 11-14 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრებს მანდატურის სამსახურის სპეციალისტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცერი უძღვებიან.
საინფორმაციო შეხვედრები მანდატურის სამსახურის სპეციალისტების მიერ შემუშავებული მოდულით მიმდინარეობს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ჯანსაღი ცხოვრების წესი, ასერტულობა, სოციალური წნეხის ამოცნობა და გააზრება, რათა მათ უკეთ შეძლონ ცდუნებებზე უარის თქმა რეალურ სიტუაციებში.
კამპანიის — „მე, მომავალში“ მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენცია.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი

