საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

15.11.2025

ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანია „მე მომავალში“ გრძელდება

ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანია „მე მომავალში“ გრძელდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით დაწყებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის ერთობლივი კამპანია „მე მომავალში“ აქტიურად მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კამპანიის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია.

მანდატურის სამსახურის სპეციალისტებმა და მართლწესრიგის ოფიცრებმა უკვე გამართეს საინფორმაციო შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით 43 საჯარო სკოლაში, სადაც მონაწილეობა მიიღო 2330-მა 11-14 წლის მოსწავლემ. შეხვედრებზე  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები, მოსწავლეებს ესაუბრებიან ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.

შეხვედრები მიმდინარეობს მოსწავლეთა ინტერაქციული ჩართულობით და იმართება სხვადასხვა ფორმატის შემეცნებითი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მათ აქტიურ ჩართულობას და ცნობიერების ამაღლებას ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად, დაგეგმილია კონკურსების, ვიქტორინების, სპორტული ღონისძიებებისა და სხვა შემეცნებითი აქტივობების ჩატარება, რომლებიც მოზარდებში წაახალისებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და გააძლიერებს მათ პასუხისმგებლობას საკუთარი ჯანმრთელობისა და მომავლის მიმართ.

კამპანია დასრულდება 21 დეკემბერს ბათუმში ფინალური ღონისძიებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით.


როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge