საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

02.06.2010

მანდატურები მოსწავლეებს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ

საქართველოს შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს,რომელიც ითვალისწინებს პირველადი სამედიცინო დახმარების სფეროში მანდატურთათვის ტრეინინგების ჩატარებას.

პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სასიცოცხლო ფუნქციების პირველადი მართვა,გულის არაპირდაპირი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვის ჩატარების ტექნიკა, ჭრილობების შეხვევა, სისხლდენის შეჩერების წესები, მოტეხილობებისა და ტრავმების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება და სხვ. საწყის ეტაპზე მომზადებას გაივლის მანდატურთა მომზადების კურსის48 მსმენელი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი,

ამიერიდან,უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში, მანდატურები გარდა კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენციისა ბავშვებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასაც შესძლებენ. ამით სრულყოფილი ხდება პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მანდატურთა ინსტიტუტის შემოღება ითვალისწინებს.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge