ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის ორგანიზებით საჯარო სკოლებში თანასწორობის კვირეული აღინიშნა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში თანასწორობის კვირეული აღინიშნა.
თანასწორობის კვირეულის ფარგლებში სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები, ინტელექტუალური თამაშები და სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. კვირეულის ფარგლებში მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები, მანდატურები და სამსახურის სხვა თანამშრომლები მოსწავლეებს ადამიანის უფლებების, ტოლერანტობისა და თანასწორობის შესახებ ესაუბრებოდნენ.
მოეწყო მოსწავლეთა მიერ თანასწორობის თემაზე შექმნილი პოსტერების, ნახატებისა და შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენები.
თანასწორობის კვირეულს, მანდატურის სამსახური ყოველწლიურად, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სკოლებში ინკლუზიური, მეგობრული და თანასწორი გარემოს გაუმჯობესებას.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი

