ახალი ამბები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით „ინკლუზიური განათლების კონფერენცია“ ჩატარდა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა „ინკლუზიური განათლების კონფერენცია“ გამართა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
,,სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული პროგრამების განვითარება, ნებისმიერი საჭიროების მქონე მოსწავლის, სტუდენტისა და ახალგაზრდისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან სერვისებზე მათ თანაბარ ხელმისაწვდომობას და თითოეული მათგანის ინდივიდუალურ მხარდაჭერას. ამას ადასტურებს სამინისტროში სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის შექმნა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად პასუხისმგებლობას იღებს პოლიტიკის განსაზღვრასა და სტრატეგიული მიზნების დასახვაზე,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კონფერენცია ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის.
კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის განსაკუთრებულ როლს, ინკლუზიური განათლების განვითარების საქმეში.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლის დროსაც კონფერენციის მონაწილეებმა, დიალოგის ფორმატში, იმსჯელეს ინკლუზიური განათლების არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე
„ინკლუზიური განათლების კონფერენციას“ ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სასკოლო საზოგადოების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი

