საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

06.12.2025

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიებაზე, რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის საკითხებს მიეძღვნა, მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, მათმა მშობლებმა და მასწავლებლებმა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მანდატურის სამსახურის, ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს ონლაინ სივრცეში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, ხაზი გაესვა ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას მზარდი საფრთხეებისგან უკეთ თავდაცვის მიზნით.

საინფორმაციო სესიებს უძღვებოდნენ ბავშვთა ფსიქოლოგი ეკატერინე თავართქილაძე და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გადამზადებული მანდატურის სამსახურის თანამშრომლები.

მოსწავლეებთან განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა კიბერბულინგი, ონლაინ შევიწროება, პირადი მონაცემების უსაფრთხოება და ციფრულ სივრცეში თავდაცვის მექანიზმები. მშობლებთან დისკუსია შეეხო ონლაინ რისკების იდენტიფიცირებას, მშობლის კონტროლის მექანიზმებსა და ბავშვებთან ღია კომუნიკაციის მნიშვნელობას.

სესიების ფარგლებში, აღნიშნულ საკითხებზე ვიქტორინა გაიმართა   და გამარჯვებულ მოსწავლეებს  საჩუქრები გადაეცათ.

მანდატურის სამსახური ყოველწლიურად უერთდება გლობალურ კამპანიას. ქვეყნის მასშტაბით, მანდატურები, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები მართავენ ინტერაქციულ შეხვედრებს, მათ შორის, ბავშვთა ასაკში ქორწინების საკითხებზე.

 


როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge