საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

09.12.2025

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიება განახორციელა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიება განახორციელა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა და მანდატურებმა თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს. მათ სკოლის მოსწავლეებთან ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები, მათ შორის ადრეული ქორწინების საფრთხეები და პრევენციის მექანიზმები განიხილეს.

შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირება დახმარების მიღების არსებული რესურსების, სკოლაში ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებების შესახებ.

კამპანიის ფარგლებში, ასევე გაიმართა მოსწავლეთა მიერ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე მომზადებული პოსტერებისა და ნახატების გამოფენა.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალებისა და გოგონების უსაფრთხოების ხელშეწყობის, მათი უფლებების დაცვისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით.

მანდატურის სამსახური ყოველწლიურად აქტიურად ერთვება აღნიშნულ კამპანიაში და ხელს უწყობს სკოლებში უსაფრთხო, ინკლუზიური და ძალადობისგან თავისუფალი საგანმანათლებლო გარემოს გაძლიერებას.


როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge