ახალი ამბები
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანიის „მე, მომავალში" ფარგლებში სპორტული ღონისძიების ფინალი გაიმართა
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანიის „მე, მომავალში" ფარგლებში ბათუმში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ სპორტული შეჯიბრებისა და ვიქტორინის გამარჯვებულები.
აღნიშნულ კამპანიას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. კამპანიის მთავარი მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენცია.
მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა ღონისძიების მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვის დროს ხაზი გაუსვა კამპანიის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მანდატურის სამსახური აქტიურად აგრძელებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენის, მისი მოხმარების პრევენციისა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებელ ღონისძიებებს.
სპორტულ ღონისძიებასა და ვიქტორინაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები, ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ.
სპორტული ღონისძიების ფინალური დაჯილდოების ცერემონია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი

