საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

18.12.2025

მანდატურობის კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მოსამზადებელი კურსი წარმატებით გაიარეს

მანდატურობის კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მოსამზადებელი კურსი წარმატებით გაიარეს

საჯარო სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, მანდატურის სამსახურს 65 ახალი მანდატური შეემატა.

მანდატურობის კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში, მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიაში, დაეუფლნენ ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარებს.

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება კანდიდატებს მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა და შსს აკადემიის რექტორმა სოფიო აბულაშვილმა მიულოცეს. გამოსაშვებ ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა მანდატურის როლი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხო, მხარდამჭერი და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაში. პავლე მაჭარაშვილმა ნაყოფიერი და ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას მადლობა გადაუხადა.

ახალი წლიდან კურსდამთავრებული მანდატურები თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში განაწილდებიან.


როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge