ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ადამიანის უფლებათა სწავლების ტრენერთა ტრენინგი გაიარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა და მანდატურებმა ადამიანის უფლებათა სწავლების მიმართულებით ტრენერთა ტრენინგი გაიარეს.
სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტი, ბავშვთა ფსიქოლოგი და მანდატურის სამსახურის სპეციალურად მომზადებული ტრენერი. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, სტერეოტიპები, სტიგმა და დისკრიმინაცია, ბულინგი და კიბერბულინგი, ეფექტიანი ფასილიტაციის მეთოდები, ბავშვებთან ურთიერთობის თავისებურებები და სიძულვილის ენა.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში მონაწილეებს სიტყვით მიმართა მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა და ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ზოგადსაგანმანათლებლო გარემოში. მისი თქმით, მსგავსი ტრენინგები ხელს უწყობს სკოლებში უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნას.
ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, პროექტის „თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში" ფარგლებში.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი

