ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების სპეციალისტები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის განსაზღვრას ახალი სტანდარტიზებული ინსტრუმენტის გამოყენებით მოახდენენ
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტები ახალი სტანდარტიზებული ინსტრუმენტის გამოყენებით მოახდენენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის განსაზღვრას.
ახალი სტანდარტიზებული ინსტრუმენტის გამოყენებით, შესაბამისი სპეციალისტები, მომავალი პირველკლასელი მოსწავლეების შემეცნებითი განვითარების, მსხვილი და ნატიფი მოტორული უნარების, მეტყველებისა და სოციალურ-ემოციური უნარების შეფასებას მოახდენენ.
აღნიშნული მიდგომისა და ახალი ინსტრუმენტების დანერგვის მიზნით, „თბილისის ფსიქიკური ჯანდაცვის კრიზისული ინტერვენციის სამსახურის“ ფსიქოკონსულტანტებმა, მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის, ფსიქოსაგანმანთლებლო შეფასებისა და კონსულტირების 57 სპეციალისტს პროფესიული გადამზადების ტრენინგი ჩაუტარეს.
შეფასების ახალი მეთოდოლოგიის ორიგინალი ვერსიის ავტორები ფრანც პეტერმანი და ტორსტენ მახა არიან, ხოლო ტესტის ქართული ვერსია მომზადებულია ბრემენის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების თანამშრომლობით. აღნიშნული ინსტრუმენტი აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში და გამოირჩევა მაღალი სიზუსტითა და ეფექტიანობით.
ტრენინგის მონაწილეებს მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი და მისი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე შეხვდნენ. მათ ინსტრუმენტის პრაქტიკული გამოყენების მნიშვნელობასა და მომავალი პირველკლასელების საგანმანათლებლო საჭიროებების ეფექტიანად შეფასების პროცესზე ისაუბრეს.
მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის სპეციალისტები ახალი მეთოდოლოგიის პრაქტიკაში დანერგვას უკვე მომდევნო წლიდან პირველ კლასში რეგისტრირებული ბავშვების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის მიზნით განახორციელებენ.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი

