ახალი ამბები
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანიის „მე, მომავალში“ პირველი ეტაპი დასრულდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით განხორციელებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანიის „მე, მომავალში“ პირველი ეტაპი დასრულდა.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა და მართლწესრიგის ოფიცრებმა საქართველოს მასშტაბით, ათეულობით სკოლაში შეხვედრები ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა 3500-მდე მოსწავლემ მიიღო.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ, ესეებისა და კომიქსების კონკურსში. საუკეთესო ნამუშევრები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, ფილოლოგები, მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები და სოციალური მუშაკები.
საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს, სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი ჯილდო გადაეცათ.
აღნიშნული პროექტის მიზანია, მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. კამპანია „მე მომავალში" შემდეგი სემესტრიდან კვლავ გაგრძელდება.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი

