ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების 200-მდე მანდატურმა ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ადრეული ქორწინებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის იდენტიფიცირების, რეაგირებისა და პრევენციის საკითხებზე ტრენინგი გაიარა.
ტრენინგის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვის დროს მანდატურის სამსახურის უფროსმა, პავლე მაჭარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკოლებში ძალადობის ნებისმიერი ფორმის დროული იდენტიფიცირება, მასზე სათანადო რეაგირება და პრევენცია უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს.
პავლე მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მანდატურების პროფესიულ განვითარებასა და მათ განგრძობით განათლებას, აღნიშნული ტრენინგი კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
სასწავლო პროცესს უძღვებოდნენ მანდატურები, რომლებმაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ტრენერთა გადამზადების კურსი გაიარეს.
პროექტი ხორციელდება მანდატურის სამსახურსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში და მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სივრცეში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების გაძლიერებას.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი

