ახალი ამბები
საჯარო სკოლებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების კამპანია „მე მომავალში“ გრძელდება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, საჯარო სკოლებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების კამპანია „მე მომავალში“ განახლდა. მიმდინარე წელს კამპანიას შეუერთდა საქართველოს სპორტის სამინისტრო, რომელიც სხვადასხვა სპორტული აქტივობით იქნება წარმოდგენილი.
კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრები და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს მე-6-მე-9 კლასის მოსწავლეებთან საქართველოს ექვს რეგიონში გამართავენ. შეხვედრები დაგეგმილია თბილისსა და მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში. მიმდინარე წელს ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების კამპანია ჯამში 100 საჯარო სკოლას მოიცავს.
კამპანიის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია, ცნობიერების ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი

