ახალი ამბები
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანიის - „მე მომავალში“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აგრძელებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის ერთობლივ კამპანიას „მე მომავალში“.
კამპანიის განახლებული, მეორე ეტაპის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 27 საჯარო სკოლაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები მე-6 - მე-9 კლასის 1200-მდე მოსწავლესთან.
საინფორმაციო შეხვედრებს მანდატურის სამსახურის სპეციალისტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები უძღვებიან. ისინი მოზარდებს ესაუბრებიან ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, ასერტულობაზე, სოციალური წნეხის ამოცნობასა და გააზრებაზე, რათა მოსწავლეებმა რეალურ სიტუაციებში უკეთ შეძლონ ცდუნებებზე უარის თქმა.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი

