ახალი ამბები
20.02.2026
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანია „მე მომავალში“ საქართველოს საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანია „მე მომავალში“, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს. კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები 39 საჯარო სკოლაში გაიმართა მე-6 - მე-9 კლასის 1650 მოსწავლესთან.
საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ როლურ თამაშებში, დისკუსიებში, გაეცნონ ანიმაციურ ვიდეორგოლს და განიხილონ. შეხვედრებს მანდატურის სამსახურის სპეციალისტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები უძღვებიან.
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანია „მე მომავალში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით დაიწყო.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი

