საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

25.02.2026

მანდატურის სამსახურის უფროსმა ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მანდატურის სამსახურის უფროსმა ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, პავლე მაჭარაშვილმა ევროპის საბჭოს პროექტისბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოშიმმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მონაწილეებს პავლე მაჭარაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროგრესის შესახებ, რომელსაც უწყებამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიაღწია.

შეხვედრის მონაწილეებმა განხორციელებული აქტივობები და ის სამომავლო გეგმები განიხილეს, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მანდატურის სამსახურის სპეციალისტებისთვის შემუშავებული ორი ახალი სახელმძღვანელოს პროექტი, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკურ მიდგომებს ეხება.

აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს საქართველოსა და სტრასბურგის ოფისის, საქართველოს გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან 2019 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც ხელს უწყობს საგანმანათლებლო სივრცეში უსაფრთხოებისა და ბავშვთა კეთილდღეობის მაღალი სტანდარტების დანერგვას.

 

 

 


როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge