ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ეფექტიანი თანამშრომლობის მიზნით, ხელი მოაწერეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა და საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ დირექტორმა ნანა გოთუამ.
თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია სმენის დარღვევების, მასთან დაკავშირებული სირთულეების პრევენციასთან და მართვასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელება.
თანამშრომლობა მოიცავს სმენის შეფასების ახალი ინსტრუმენტების განვითარების ხელშეწყობას, ინკლუზიური და სპეციალური განათლების სფეროში ჩართული სპეციალისტების პროფესიულ განვითარებასა და შესაბამისი საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების შექმნას.
ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს სმენის სირთულის მქონე ბავშვების ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფას, მათი სრულფასოვანი ჩართულობისა და განვითარების მხარდაჭერას.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

