საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

09.03.2026

გივი მიქანაძე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ეწვია

გივი მიქანაძე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მოადგილე თამარ მახარაშვილთან ერთად, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

 მინისტრსა და მოადგილეს სამსახურის ხელმძღვანელმა პავლე მაჭარაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არსებული სერვისებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. 

გივი მიქანაძემ მანდატურის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რომელიც უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნას ემსახურება.

 როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა, რაც შესაბამისი სერვისით კიდევ უფრო მეტი სკოლის დაფარვის შესაძლებლობას გააჩენს.

 შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო მანდატურის სამსახურის  საქმიანობის ყველა მიმართულებას, მიღწეულ შედეგებს არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებს. თანამშრომლებმა მინისტრს მათთვის აქტუალურ თემებზე კითხვები დაუსვეს და რიგ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გააცნეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ურუშაძე.


როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge