ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის ინიციატივით საქველმოქმედო ფონდთან „აი ია“ თანამშრომლობით სმენის კვირეულთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, საქველმოქმედო ფონდთან „აი ია“ თანამშრომლობის ფარგლებში, ქალაქ თბილისის № 123 საჯარო სკოლაში სმენის კვირეულთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა თემაზე – „დაიცავი შენი სმენა“.
საინფორმაციო შეხვედრას IX-XII კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. მონაწილეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია მოზარდობის პერიოდში სმენის დაზიანების შესაძლო რისკ-ფაქტორების, პრევენციული ღონისძიებებისა და ფარული სმენის დარღვევის ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებებსა და ქცევით ფაქტორებზე, რომლებიც სმენის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. თეორიულ ნაწილთან ერთად მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობებში და სმენის ავტოსკრინინგის ინსტრუმენტის გამოყენებით საკუთარი სმენა შეიმოწმეს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში სმენის ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

