ახალი ამბები
კამპანია „მე მომავალში“ საქართველოს საჯარო სკოლებში გრძელდება
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაწყებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის ერთობლივი კამპანია „მე მომავალში“ აქტიურად გრძელდება.
კამპანიის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია.
მანდატურის სამსახურის სპეციალისტებმა და მართლწესრიგის ოფიცრებმა ქვეყნის მასშტაბით უკვე გამართეს საინფორმაციო შეხვედრები 78 საჯარო სკოლაში, სადაც მონაწილეობა მიიღო 3300-მდე მოსწავლემ.
შეხვედრების ფარგლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები, მოსწავლეებს ესაუბრებიან ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

